ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოს პატრიარქის მეოხებით უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა”

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეოხებით უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სასტუმრო “სნოს” გახსნაზე განაცხადა.

“პატრიარქის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულის გამო, ამ სიყვარულიდან გამომდინარე, სნო ქართველებისთვის წმინდა ადგილად იქცა. კათოლიკოს-პატრიარქის მეოხებითა და კურთხევით, უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა. ერთ-ერთი მათგანის მოწმე დღეს ჩვენც ვართ. ეს საქმე თავის წვლილს შეიტანს საქართველოს მთის გაძლიერებაში, სულიერებისა და ჩვენი სამშობლოს გაძლიერებაში”, – აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

სასტუმრო “სნო” სნოს ხეობაში აშენდა და მისი მოგება სოციალურად დაუცველებს მოხმარდება.

იტვირთბა....