„ევროპული საქართველო“ დღეს აქცია-მსვლელობას სახელწოდებით – „არა რუსულ ფაშიზმს“ გამართავს. აქცია 20:00 საათზე აღმაშენებლის მოედანზეა დაგეგმილი.
„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე, 19:00 საათისთვის კონტრაქცია დააანონსეს „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებმა.
თუმცა, თბილისის მერიამ მათ წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ ”ქართველთა მარშის” წარმომადგენლებმა აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად 23 ივლისს აქცია სხვა ადგილას ჩაატარონ.