ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ალბათ ყველაზე ზნედაცემული ბერი მე ვარ… ვნანობ ყველაფერს, შემინდეთ “: მამა სერაფიმე საქართველოს ტოვებს

მამა სერაფიმე საქართველოს დროებით ტოვებს. მამა სერაფიმე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც გია გაჩეჩილაძის მიერ ქანდის მონასტერში წაკითხულ ლექსზე საუბრობს, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა,

მამა სერაფიმე შენდობას ითხოვს და ამბობს, რომ ქვეყანას პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტოვებს. მისივე თქმით, საქართველოში სავარაუდოდ, მარიამობის მარხვაში დაბრუნდება და ”სავარაუდოდ იმ დროს ყველაფერი გადაწყდება”.

”ჯერ იყო და სვეტიცხოველში გალობის გამო იუდა მეძახეს, მერე იყო ლუჟოვის ვიზიტი და თურმე უნდა გამეგდო. ლექსი, რომელიც დაწერა გია გაჩეჩილაძემ, რომელსაც უწმინდესმა აღსარება დაარქვა, თურმე ანათემაზე ვარ ამის გამო გადასაცემი. არ არსებობს ადამიანმა დაწეროს ასეთი ლექსი და არ შეიგრძნოს იგი. არ არსებობს იგალობოს ადამიანმა და ამ გალობის დროს ნამდვილად არ ვავედრებდე თავს უფალს. მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ეკლესია, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც მოვტყდი”, – აცხადებს მამა სერაფიმე.

 

 

 

იტვირთბა....