ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გორში საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

გორში საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვი თბილისში იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. მას ქალა-ფუძისა და ლავიწის მოტეხილობები აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში რეანიმაციაში დარჩება.

6 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გუშინ გადმოვარდა.

 

იტვირთბა....