ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისლანდიის საიმიგრაციო დირექტორატმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
ისლანდიის შესაბამისი სამსახურების მიერ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარალელურად, ასეთი სტატუსი მხოლოდ 14 ქვეყანაზე ვრცელდება: ალბანეთი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, ლიხტენშტაინი, კოსოვო, მაკედონია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სერბეთი, შვეიცარია და ამერიკის შეერთებული შტატები.

ისლანდიის საიმიგრაციო დირექტორატის შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ, აგრეთვე, ქვეყანა არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების წევრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის წევრი წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და ასევე, ქვეყნის კონსტიტუცია უზრულველყოფს მოქალაქეთა თანასწორობას.

იტვირთბა....