ბათუმში ზღვამ გარდაცვლილი შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. რუსთაველის ქუჩის სანაპიროზე თვითმხილველებმა ადამიანი შეამჩნიეს და მის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები.
ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცხედარი ექპერტიზაზეა გადაყვანილი.