მკვლელობა მოხდა თიანეთში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შუახნის მამაკაცის მკვლელობაში მისი თანასოფლელია ეჭვმიტანილი.
როგორ ადგილობრივებისგან ირკვევა, მკვლელობის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 236-ე მუხლებითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სავარაუდო ეჭვმიტანილი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
იტვირთბა....