ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მცხეთაში დევნილებისთვის ორი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება“

„მცხეთაში დევნილებისთვის ორი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება“ – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.  მინისტრი დღეს დევნილებს შეხვდა და სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა.

“საკმაოდ დიდ ხანი დევნილები მცხეთაში ისეთ კოტეჯებში ცხოვრობენ, რომელიც გამოსულია მწყობრიდან. დაიწყო ორი კორპუსის მშენებლობა ჯამში 129 ბინა ეს არის კორპუსები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს დევნილებს, რომლებიც მცხეთაში და მცხეთის რაიონში ცხოვრობენ.

საუბარია ბინებზე, რომელიც უნდა ჩაგვბარდეს მომავალი წლის აგვისტოში ზუსტად წელიწადსა და ერთ თვეში, აქ დევნილები შესახლდებიან და მცხეთაში დევნილების პრობლემა აბსოლუტურად მოიხსნებათ”,- აცხადებს სოზარ სუბარი.

პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ორი ცხრასართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.

იტვირთბა....