კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ ზღვაში, გონიოში დაკარგულ 18 წლის ბიჭს. საბოლოოდ, მაშველების ოპერატიული მუშაობის შემდეგ დამხრჩვალი ბიჭის ცხედარი იპოვეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს ზღვაში შტორმის დროს ნახეს და როგორც ჩანს ზუსტად აღნიშნული შტორმის გამო მან უკან გამოსვლა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევის დროს ზღვაში მყოფი ორი ადამიანი გადაარჩინეს. ორის საათის განმავლობაში კი 18 წლის ახალგაზრდას ეძებდნენ.
იტვირთბა....