ცოტა ხნის წინ გონიოში 17 წლის ბიჭი ზღვაში გაუჩინარდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ის ორ პირთან ერთად იყო ზღვაში შესული. მათი თქმით, ორი პირის გამოყვანა მოხერხდა, ერთი კი გაუჩინარდა. ინფორმაციას netgazeti ავრცელებს.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, 17 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები მიმდიანარეობს.
ამ წუთებში, შავის ზღვის სანაპიროზე, 5-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. სამაშველოს ინფორმაციით, დილით ოთხი ადამიანი გადაარჩინეს ქობულეთში მაშველებმა, ამ წუთებში კი სამაშველო სამსახურს ერთი დამსვენებელი დაფიქსირებული ჰყავს შუა ზღვაში და მის გადასარჩენად კატარღაა გაგზავნილი.
სამაშველოს ინფორმაციით, ახალი ბულვარის წინ, კიდევ ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა საავადმყოფოში.