ახალი ამბები მთავარი სამართალი

შს მინისტრი: აფგან მუხთარლის ცოლმა პირად დაცვაზე უარი განაცხადა

“აფგან მუხთარლის მეუღლეს და მის მცირეწლოვან შვილს დაენიშნათ დაცვის სპეციალური ღონისძიება – პირადი დაცვა, რაზეც ლეილა მუსტაფაევამ უარი განაცხადა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია წარადგინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიების მიერ აზერბაიჯანის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით დაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხთარლის დეტალური დაკითხის თაობაზე, ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ.

“აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე, გამოძიებამ შეისწავლა 46 ვიდეოკამერა და დაიკითხა ათობით მოწმე. გამოძიების მიხედვით, არ იკვეთება მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. გამშვებ სასაზღვრო ზოლში არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ამჟამად გამოძიება გრძელდება. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები გამოძიების დასასრულამდე თანამდებობებს ტოვებენ…”, – განაცხადა ახლახანს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დაახლოებით 1 თვის წინ თბილისში ქუჩიდან გაუჩინარდა და ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. ის აზერბაიჯანის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდა.

იტვირთბა....