პროექტ “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე მორიგ განცხადებას გააკეთებენ დღეს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”. ამჯერად საქმე ეხება, გასულ წელს სამი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში გაყიდულ ბილეთებს. როგორც “საია”-ს იურისტი სულხან სალაძე აცხადებს, ორგანიზაცია ამ საკითხს მთელი წლის განამავლობაში სწავლობდა და კვლევის შედეგებს დღეს დეტალურად წარმოადგენენ.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ კვლევაში არის ასახული, ეს ეხება გასულ წელს კულტურის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ჩექინ ჯორჯიას“ სამ მსხვილ ღონისძიებაზე ბილეთები მსოფლიოს 55 ქვეყანაში გაიყიდა. ჩვენ ვსწავლობდით, რომელ ქვეყნებში იყიდებოდა ბილეთები, რა კატეგორიის, რამდენი და ზოგადად, რამდენი ტურისტი შეიძლება ჩამოსულიყო „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.