19 წლის გოგონას, ანა ხელაძის მკვლელობას მისი ლექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ზერეკიძე ეხმაურება.
როგორც ლექტორი წერს, კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში გოგონამ სამახსოვროდ მოფარიკავე კაცუნა დატოვა. ლექტორი წერს, რომ ეს ნახატი დაფიდან არასდროს წაიშლება.
“ამ დღეებში თავზარი დამცა გავრცელებულმა ინფორმაციამ სტუდენტი გოგონას საზარელი მკვლელობის შესახებ.
დღეს გავიგე, რომ თურმე საუბარია ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ სტუდენტ გოგონაზე …
ანა, სემესტრის ბოლოს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ერთმანეთთან განშორება. კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში თქვენ სამახსოვროდ დამიტოვეთ ნახატი-მოფარიკავე კაცუნა, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში უკვე სიმბოლური შინაარსის მქონე იყო .
მე შეგპირდით, რომ ამ ნახატს სექტემბრამდე არ წავშლიდი.
ახლა გპირდებით, რომ მე მას არასოდეს წავშლი!
ღმერთო! ჩემი წილი გზის დიდი ნაწილი ალბათ უკვე გავიარე. არასოდეს არ ყოფილა ეს გზა უეკლო, მაგრამ არავისთვის, მათ შორის შენთვისაც, დახმარება არ მითხოვია.
ახლა გთხოვ:
ღმერთო, უმკურნალე ჩემს სამშობლოს!”, – წერს ზერეკიძე.
შეგახსენებთ, 19 წლის გოგონა, რამდენიმე დღის წინ ბინაში ყელგამოჭრილი იპოვეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი ბიძაშვილია, რომელმაც სასამართლოზე ჩვენება უკვე მისცა, რის შემდეგაც მოსამართლემ ვერდიქტი გამოიტანა.
sazogadoeba.ge