ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩანთაში ჩავდე დანა და დავტოვე უზნაძის ქუჩა”: 19 წლის მამიდაშვილი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება მისცა

უზნაძის ქუჩაზე მომხდარ, 19 წლის მამიდაშვილ გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ  მიიღო.
“დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი. მან გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. ასევე, დადგენილია რომ ქუთაისში მან შეცვალა მობილურ ტელეფონში სიმბარათი”, – განაცხადა მოსამართლემ.
ბრალდებულ რობერტ ახალაიას განცხადებით, მას თავიდან არ ჰქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება, თუმცა ფოთში ჩასვლის შემდეგ გადაწყვიტა, პოლიციაში მისულიყო.

საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის თქმით, ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ანა ხელაძეს რვა ჭრილობა აქვს მიყენებული.

“ახალაიას ჩანთიდან ამოღებულია დანა, ხოლო ბრალდებულმა დანაშაული აღიარა”, – ამბობს გრიგოლ ბიბილაშვილი. პროკურორის თქმით, ახალაიას მიერ დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი, თუმცა ის სექსუალური ხასიათის არ ყოფილა.

მოსამართლემ  რობერტ ახალაიასადმი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება იმით ახსნა, რომ დედამისი რუსეთის ფედერაციაში იმყოფება და არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, 19 წლის გოგონა ბინაში ყელგამოჭრილი იპოვეს.

იტვირთბა....