ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მეგობარი მეგობარს ვერ დალაპარაკებია”: გია კორკოტაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

კომენტარი გააკეთა ე.წ. “ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა, სანამ ის ქალაქის სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდოდა. მისი თქმით, მაშინ, როცა ქუჩაში ამდენი ნარკომანი დადის დაკითხვაზე მას იბარებენ.

“მეგობარი მეგობარს ვერ დალაპარაკებია თუ რა არის, რა ხდება. ქუჩაში ამდენი ნარკომანი დადის და მე მიბარებენ..” – განაცხადა კორკოტაშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, კორკოტაშვილი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს, როგორც ირკვევა, ასეთ შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი მოსამართლის ჩარევით, კორკოტაშვილის გამოკითხვაზე მისვლა სავალდებუო გახდება.

შეგახსენებთ, ე.წ. “ქართველთა მარშის” ორგანიზატორთა ნაწილმა, რომელთა შორის გია კორკოტაშვილიც იყო, სოციალურ ქსელში გაეროში ყოფილი ელჩის, თათია დოლიძის წინააღმდეგ, უცენზურო სიტყვები გამოიყენეს, რადგან დოლიძემ “ქართველთა მარში” გააკრიტიკა.

 

იტვირთბა....