ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შოთაძე სააკაშვილის ექსტრადირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით ორჯერ მიმართეს, თუმცა ორჯერვე უარი მიიღეს. შოთაძე ამბობს, რომ უკრაინის პროკურატურასთან თანამშრომლობენ და რა რეაგირებაც უნდა მომხდარიყო საქართველოს მხრიდან უკვე მოახდინეს. ყველა მასალები, რაც სააკაშვილს ბრალის სახით აქვს წაყენებული დიდიხანია უკრაინას გადასცეს.

,,მიღებული არის უარი, ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან… მიმართვები გაგზავნილია სამართლებრივად. რა რეგირებაც უნდა მოგვეხდინა უკვე გადაგზავნილი გვაქვს ყველა სახის დოკუმენტი. ორჯერ მივმართეთ უკრაინულ მხარეს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით, თუმცა ორჯერვე უარი მივიღეთ”,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

იტვირთბა....