აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო სამსახურმა ჯაშუშური ქსელი გაშიფრა და მისი წევრები დააკავა. უშიშროების სახელმწიფო სამსახურმა მუხტარ იობუგოვი დააკავა, რომელიც ცდილობდა ქვეყნიდან მეხსიერების ბარათის საშუალებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაცია გაეტანა.
სახელმწიფო ღალატის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში ბაქოში და ქვეყნის სხვა ქალაქებში დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე წევრია დაკავებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით , მათ წინასწარი დაკავება უკვე შეეფარდათ, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისას აღმოჩენილ იქნა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მიმოწერა ასევე გამოვლინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ცდილობდნენ, ზეგავლენა მოეხდინათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებზე, საზოგადო მოღვაწეებზე და აზერბაიჯანის ცნობილ სახეებზე.
ზეგავლენასა და გადაბირებას ოფიციალური გამოძიების მიხედვით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ახორციელებდნენ. დაკავებულები ცდილობდნენ ქვეყნის უსაფრთხობის სამსახურის შეიარაღებული ძალების და სხვა უწყებების საქმინობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მოეპოვებინათ.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერ ჯერობით უცხო ქვეყანას, რომლის დავალებითაც ჯგუფი მოქმედებდა არ ასახელებენ ამ დაკავებით, სამძებრო სამუშაობი არ დასრულებულა დ აქვყნის ტერიტორიაზე ისევ გრძელდება.