პარტია “თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციამ ქუთაისში გამსახურდიას 21 ნომერთან აქცია გამართა, სადაც, რამდენიმე დღის წინ კედლის ნაწილები ჩამოინგრა.
ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ სოციალური სიდუხჭირის გამო მოსახლეობას ფასადების და პარაპეტების რეაბილიტაციის ფული არ აქვს, მერია კი სამუშაოებს მხოლოდ თანადაფინანსებით აკეთებს.
“მივმართავთ მერიას დაიწყოს სამუშაოები და ნუ დაელოდება მოსახლეობა როდის აკრებს ფულს, რადგან ხალხს ფული არ აქვს. ეს მდგომარეობა ყველას აწუხებს, საფრთხეა სადარბაზოებიდან, ინგრევა კედლები, რომლებიც ტროტუარების თავზეა და ამას მსხვერპლიც მოყვა. ამაზე ყველა გვმართებს ხმის ამაღლება და პრობლემაზე საუბარი. ბოლოს რუსთაველის 21 ნომერში ჩამოინგრა კედელი, რასაც შემთხვევით გადაურჩენ გამვლელელები”, – განაცხადა პარტიის წევრმა ლევან გოცაძემ.
მერიაში განმარტავენ, რომ დღევანდელი აქცია არჩევნებისთვის მიმართული პიარია, რადგან პარაპეტების პროგრამა არსებობს და მოსახლეობას შეუძია ამ პროგრამით ისარგებლოს.
“მერიაში არსებობს პარაპეტების პროგრამა, რომლის შესახებაც მუნიციპალიტეტების აწვდიან მოსახლეობას აქვს ინფორმაცია. ამ დროისთვის მოსახლეობის მომართვით მიმდინარეობს 20 ბინის რეაბილიტაცია, რასაც მერია სრულად ვერ დააფინანსებს. კორპუსი არის კერძო საკუთრება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ თანადაფინასებით, ისე რომ მოსახლეობამ მიზერული თანხა გადაიხადოს, შევაკეთოთ კორპუსები”, – განაცხადეს მერიაში.
შეგახსენებთ, თანადაფინანსების პრინციპით, 90 %-ს ქალაქი იხდის, 10 %-ს კი მოსახლეობა.
წყარო: newpress.ge