ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ შენგენის ზონაში შესვლაზე უარი საქართველოს 146 მოქალაქეს ეთქვა

ვროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი 3 თვეში საქართველოს 146 მოქალაქეს ეთქვა. ინფორმაციას შსს-ს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთის უფლება საქართველოს აღნიშნულ მოქალაქეებს 28 მარტიდან 2 ივლისის ჩათვლით არ მიეცათ.

შსს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით და რამდენი ადამიანი დაბრუნდა ქვეყანაში 90-დღიანი წესების დაცვით.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.

იტვირთბა....