ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, მშვიდობის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ამოტრიალდა.

ავტოავარიის შედეგად, მანქანის მძღოლი  23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მისი გადარჩენა ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276  მუხლის 5-ე ნაწილით დაიწყო.

 

იტვირთბა....