გორში სახალხო დამცველი აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს. დილით სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისის თანამშრომელს ოფისის კარი გატეხილი დახვდა, ოფისი კი – გაქურდული. ადგილიდან წაღებულია პორტატული სამუშაო კომპიუტერი, რომელშიც სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის, მეორე ნაწილის- ბ პუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.