ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 60 წლის კაცი სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ის თურქეთში, საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია.
ამ დრომდე თურქეთის სამ საავადმყოფოში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება სამკურნალოდ. კიდევ ერთ დაშავებულ ქალს, რომელიც ერთ-ერთი ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

შეგახსენებთ, ავტობუსი, რომელსაც “ერისიონთან” არსებული ცეკვის ანსამბლი “ლამპრები” ბულგარეთში გადაჰყავდა, 16 ივლისს, ამოტრიალდა. ავტობუსში 38 ადამიანი იყო, მათ შორის  – 26 ბავშვი.

 

იტვირთბა....