ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბრალდების მოტივაცია ვითომდა დეკანოზს თეთრუაშვილის მოკვლა ანგარების მიზნით სურდა არ არსებობს”

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

”ის ბრალის მოტივაცია ვითომდა თეთრუაშვილი იმიტომ უნდა ყოფილიყო სასიკვდილოდ განწირული მამა გიორგის მიერ, რომ ვითომდა კარიერულ წინსვლაში ხელს შეუშლიდა, არ არსებობს,”- ამის შესახებ ე.წ.ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის შესვენებისას ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

”რაც შეეხება კითხვებს, იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ გაგვეგო საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ მეუფე დიმიტრი სასულიერო პირია. მის ეპარქიაში მოღვაწე არის მამა გიორგი. შესაბამისად, რამდენადაა რეალობა იმის არსებობა რომ შორენა თეთრუაშვილი შეიძლებოდა ყოფილიყო მამა გიორგის კარიერულ წინსვლაში ხელისშემშლელი სუბიექტი, მაგაზე მეუფე დიმიტრიმ ძალიან კონკრეტულად გასცა პასუხი, რომ ესეთი რაღაცეები წყდება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო მღვდელმთავრების და პატრიარქის პირადი გადაწყვეტილებით.

ასე, რომ ის ბრალის მოტივაცია ვითომდა თეთრუაშვილი იმიტომ უნდა ყოფილიყო სასიკვდილოდ განწირული, რომ  მამა გიორგის  ვითომდა ხელს შეუშლიდა, ამის მოტივაცია არ არსებობს. ასევე არ არსებობს არანაირი ანგარება. ყველა ის რეგალია, რაც მამა გიორგის მიღებული აქვს, არის მეუფე დიმიტრის რეკომენდაციით, ასევე პირადად პატრიარქის გადაწყვეტილებით”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა პატრიარქის დისშვილის, ქეთევან შიოლაშვილის დაკითხვის დეტალებზე. ”ქალბატონმა ქეთევანმა ისაუბრა იმ ურთიერთობებზე, რაც გააჩნია მას ქალბატონ შორენა თეთრუაშვილთან; კლინიკასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობა იყო. დანარჩენი, კონკრეტული არაფერი იყო”- აღნიშნა რამიშვილმა.

მისი თქმით, რაც დაცვის მხარეს აინტერესებდა, მათ ყველაფერზე პასუხი მიიღეს.

”უბრალოდ, ყველაფერი ეს, გარკვეულწილად, უკვე სცდება იმ ბრალის შინაარსს, რაც წაყენებული აქვს მამა გიორგის”- განაცხადა რამიშვილმა.

 

ავტორი: ნინი ცხადაია

იტვირთბა....