ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

სექსუალური ხასიათის ძალადობა განმუხურში: რა მოხდა GEM fest-ზე

განმუხურში, GEM fest-ზე ინციდენტი მოხდა. დამსვენებლების ინფორმაციით,   მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი იძულებით მიიყვანა ზღვის სანაპიროსთან და მასთან იძულებით სექსუალური კავშირის ჩადენა სცადა.

გოგონამ მამაკაცს თავდაცვის მიზნით ქვა ჩაარტყა. ხმაურის შემდეგ, ადგილზე მყოფმა ახალგაზრდების ჯგუფმა უცხო ქვეყნის მოქალაქე სასტიკად ცემა.

გოგონას მედიასთან საუბარი არ სურს. ცნობილია, რომ ის სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს, თუმცა მან ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა.  გოგონა ამბობს, რომ ინცინდენტის შედეგად რაიმე სახის დაზიანება არ მიუღია.

მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით, რომელიც ქორწინების (მათ შორის არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს.

„ახალგაზრდა ქალის მონაყოლის მიხედვით, მომხდარი არ არის შეფასებული, როგორც გაუპატიურების მცდელობა, მიმდინარეობს გამოძიება“- განაცხადეს  შს სამინისტროში.

წყარო: “ნიუპოსტი”

იტვირთბა....