“მეტრონომი”: სასამართლოდან
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე მოწმის სახოთ დაიკითხა. როგორც მან სასამართლოდან გამოსვლისას განაცხადა, ილაპარა სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.
”მივეცი ჩვენება, რომ მას ვიცნობ, მქონდა ურთიერთობა და ა.შ. ” – აღნიშნა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.
შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად, პატრიარქის დისშვილი ქეთევან შიოლაშვილიც დაიკითხება.
ავტორი: ნინო ცხადაია