თბილისში, დღეს უზნაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მოკლული 19 წლის გოგონას შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი გოოგნა თბილისში დეიდის ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ამჟამად ქალაქში არ იმყოფება.
მისი ერთ-ერთი ახლობელი, ჯინა, ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მოკლული 19 წლის ანა დეიდის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, მან ჯინას თხოვა, ანასთან სახლში მისულიყო და გაერკვია რა ხდებოდა.
ადგილზე მისულ ჯინას, ანას მეგობარი დახვდა, რომელიც ასევე ეძებდა მას და უთხრა, რომ მთელი დღის განმავლობაში მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ ანას მეგობარი სახლში ფანჯრიდან შევიდა, სადაც მისი ცხედარი იპოვა.
უზნაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით კი, მოკლული გოგონა დეიდის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, ბიძაშვილს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ და მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს. 108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობის მუხლია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მკვლელობის ფაქტის შესახებ საგამოძიებო უწყება დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.
წყარო: “ნეტგაზეთი”