თბილისში, უზნაძის ქუჩის ნომერ 117-ში 19 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ყელი აქვს გამოჭრილი. გოგონას გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები მუშობენ.