ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე, ყოფილ ჩინელების ბაზარში ხაძარი ლოკალიზებულია. რამდენიმე წუთის წინ, ბაზრის საწყობში ცეცხლი გაჩნდა. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი საწყობებს გაუჩნდა.
ცეცხლი დაახლოებით 200 კვ.მ.-ს მოედო. როგორც ცნობილია საწყობში, რომელიც 6 ადამიანს ეკუთვნოდა, პლასტმასის ნივთები და პროდუქტები ეწყო. მოვაჭრეებს გადარჩენილი ნივთები გამოაქვს. დაზარალებულები ჯერჯერობით ცეცხლის გამომწვევ სავარაუდო მიზეზზე ვერ საუბრობენ.
ამ დროისთვის ადგილზე 10 სახანძრო მანქანაა მობილიზებული და 50-მდე მეხანძრე მუშაობს. ხანძრის ძირითადი კერა ჩამქრალია, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს დაახლოებით 21:00 საათისთვის ასევე ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სამსართულიან ავტონაწილებისა და საღებავების მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად დაიწვა დაახლოებით 2 500 კვ.მ ფართობი. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბაზრობაზე შესაძლოა ხანძარი განზრახ ყოფილიყო გაჩენილი.