ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები მარშის გამართვას ბათუმში აპირებენ. შესაბამის ინფორმაციას Facebook-ზე ლადო სადღობელაშვილი ავრცელებს.
„ყურადღება! ეხლა ვიმყოფები ბათუმში. ხვალიდან ვაპირებ რამოდენიმე ეროვნულად მოაზროვნე ადამიანთან შეხვედრას და პირველ სამზადისს ბათუმში „ქართველთა მარშის“ მოსამზადებლად. გვინდა ბათუმში ჩამოვაყალიბოთ საინიციატივო ჯგუფი „ქართველთა მარშის“ ჩასატარებლად! მსურველები შემეხმიანეთ პირადში!
რაც მე დღეს ქუთაისის ქუჩაზე ვნახე ეს არის ამაზრენი და მეტი არაფერი!”, – წერს სადღობელაშვილი.
ცნობისთვს, 14 ივლისს, თბილისში აღმაშენებელის გამზირზე ე.წ. ქართველთა მარში გაიმართა. გუშინ facebook-ზე მარშის ორგანიზატორთა ნაწილის პოსტები და კომენტარები გავრცელდა, სადაც ისინი გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემუქრებიან.
Facebook პოსტი, ახლა უკვე წაშლილია. მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.
მას შემდეგ, რაც ინტერნეტ-სივრცეში მარშის ორგანიზატორების კომენტარები გავრცელდა, მათ facebook სტატუსები წაშალეს და აღნიშნავენ, რომ ეს პოსტები და კომენტარები მათ არ ეკუთვნით.