კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის გარკვეულ უბნებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, შალვა ახალციხელის (ნაწილობრივ), კოსტავას და საბურთალოს ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV, V კვარტლების, გუმათჰესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურესის, იდუმალის, პოლიციის, ენუქიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების და წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობივ) მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას, მთავარანგელოზის, დმანისის, ალადაშვილის, ერევანის, ერისთავის და ხეივანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კიკნაძის, მანჯგალაძის, კონსკაიას, სურგულაძის, ალილუევის, ურიდიას, მახალდიანის და ჩოხატაურის ქუჩების მცხოვრებლებს.10:00 საათიდან 15:00 საათამდე: ბენდელიანის, ჯავის, დადიანის, ზედაზენის, სააკაძის და რიონჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე: მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის IVა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ილორის ქუჩის მცხოვრებლებს.