ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს

ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი გლდანის ციხეში დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სანახავად მივიდა.  შესვლამდე ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებთან განაცხად, რომ ჩაბუქის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ხელისუფლებამ ის არ უნდა გადასცეს თურქულ მხარეს.

მან ასევე განმარტა, რომ თურქეთში დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელი გამჭვირვალე გამოძიებას არ უნდა ელოდოს.

რებეკა ჰარმსი დღეს სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.  ღონისძიებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრები, არასამთავრობო სექტორი, ჩაბუქის კოლეგები, თემაზე მომუშავე ადვოკატები და ჟურნალისტები დაესწრებიან.

„მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოქალაქეა, რომელსაც გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით, თურქეთში ექსტრადაცია ემუქრება. აღნიშნული პიროვნება მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად წლების განმავლობაში. ამ ეტაპზე მისი და მისი ოჯახის მოთხოვნა თავშესაფრის შესახებ უარყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ. მე ინტერესით ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი საკითხიც სწორედ ეს თემა იქნება“, – ნათქვამია რებეკა ჰარმსის ოფიციალურ წერილში.

ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის თანაპრეზიდენტი რებეკა ჰარმსის ვიზიტი საქართველოში 12 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება. იგი ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერეციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში რებეკამ ჰარმსმა შეხვედრები გამართა მინისტრებთან და პარლამენტის წევრებთან.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ხაინდრავა: სააკაშვილის განცხადება, რომ გირგვლიანის საქმე პიარია, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა

giorgi chafidze

გვარამია: სააკაშვილისთვის არის უკიდურესად პრინციპული, რომ 2 დეკემბერს, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვას დაესწროს

giorgi chafidze

პროკურორი: სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა უკრაინაზე, ვენესუელაზე, იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს

giorgi chafidze

ხაინდრავა: სააკაშვილი თვითაღიარების დიდოსტატია, დღეს განაჩენი გამოუტანა თავის თავს

giorgi chafidze

პოლიციამ თბილისში ადგილები არ გვაქვსო – გიგი უგულავა მარნეულში გადაიყვანეს

giorgi chafidze

ბურჭულაძე: რას არ მოესწრები კაცი! ბიძინა, ეს თაღლითი, ასამართლებს მიშას

giorgi chafidze