ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სენსაციური აღიარება: მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი უწყების იმდროინდელმა ჩინოსანმა დაადასტურა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია სენსაციურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მან იცის და ადასტურებს, რომ საქართველოს ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი, მისი ამ უწყებაში მუშაობის დროს საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს. კორძაია ამბობს, რომ გამყვანთა შორის იყო ოთარ ფარცხალაძეც, რომელსაც ადებდა კიდეც ხელს იმ პერიოდში ვანო მერაბიშვილი. ამის შესახებ კორძაიამ გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ისაუბრა.

“მთელმა ჩვენმა უწყებამ იცოდა მაშინ, თითქმის ყველა ლაპარაკობდა თუ რატომ დარიგდა პრემიები იმ პერიოდში და ვინ როგორ და რამდენი პრემია მიიღო” – აცხადებს კორძაია, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მაშინ მუშაობდა, როცა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ სკანდალი ატყდა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ამოიღო ხმა ამდენი ხნის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით, კორძაია უწყების მაშინდელ ხელმძღვანელს სოზარ სუბარსა და მის პირად ურთიერთობებს ასახელებს და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, 2014 წელს, საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანეს და მისივე თქმით, მას შეურაცხყოფას აყენებდნენ. მერაბიშვილის თქმით, მათ შორის იყო ოთარ ფარცხალაძეც.

იტვირთბა....