ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოკუპანტებმა სოფელ წითელუბნიდან ორი მწყემსი გაიტაცეს

ოკუპანტებმა გორის რიაონის სოფელ წითელუბნიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს. თენგიზ კაჯილოვი და ვასილ ბოლოთაევი რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე საძოვრებზე საქონელს მწყემსავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეებმა დაკავებულები ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ წინაგარის მიმართულებით წაიყვანეს. თუმცა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის როინ ადიკაშვილის განცხადებით, ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია და შესაბამისად, დაკავებულების ზუსტი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

მომხდარის შესახებ ცნობილია ყველა შესაბამისი სტრუქტურისთვის.

იტვირთბა....