ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა, აშშ ამას არასდროს აღიარებს”

ამერიკის ელჩი იან კელი დღეს  საოკოპაციო ხაზთან სოფელ ყარაფილში იმყოფებოდა და ე.წ. მცოცავი ოკუპაციას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა და  აშშ-ი ამას არასდროს აღიარებს.

„ეს ადგილი ახლოს არის ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალთან, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 21-ე საუკუნეში, როცა მეზობელი სახელმწიფოს მიერ ხდება ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა, აშშ-ი ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აიმაღლებს. მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა, აშშ-ი ამას არასდროს აღიარებს. ეს არის საქართვლოს სუვერენიტეტის დარღვევა.

რაც შეეხება საკითხის მოგვარებას, ეს არის პრაგმატული მიდგომები, რომელიც საქართველოს აქვს, მეტი პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებებში და მეტი საუბარი ამაზე“, – განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ბერშუეთთან მედიის წარმომადგენლებმა ე.წ. მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.

იტვირთბა....