საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის და თამარ კეკენაძის საჩივრი არ დააკმაყოფილა.
ზემოაღნიშნული პირები სადავოდ ხდიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებულ ვიდეო რგოლს, რომელიც საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აწვდიდა ინფორმაციას.
ვიდეო რგოლი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პარლამენტის აპარატის მოთხოვნის საფუძველზე იყო განთავსებული. საჩივრის ავტორების აზრით, ვიდეო რგოლი არ აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს ვიანიდან, რეკლამით ხდებოდა მმართველი პოლიტიკური გუნდის იდეების გაჟღერება და ამასთან რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთებოდა არც საქველმოქმედო და არც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს რეკლამის სამ დეფინიციას – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამას:
კომერციული რეკლამა – საფასურის ან სხვაეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკურიან და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიულიპირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნებისმიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არშეიცავს სახელმწიფო ან აგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძოანსაჯაროსამართლისიურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
წინასაარჩევნო რეკლამა – რეკლამა, რომელიც მიზნადისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას;
კომისიამ, საჩივრის განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი რგოლის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ ვიდეო რგოლი არ წარმოადგენდა არც კომერციულ და არც წინასაარჩევნო რეკლამას და ამასთან, ვიდეო რგოლი სრულად აკმაყოფილებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებულ სოციალური რეკლამის დეფინიციას, რადგან ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
ასევე,საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიდნენ სარეკლამო რგოლში გაჟღერებული ინფორმაციის უტყუარობას, კომისიამ მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით დამატებით განმარტა, რომ მაუწყებელისოციალურირეკლამებისშინაარსზეპასუხსარაგებს.
კომისიამ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.
კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.