ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ალაზნის არხში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს

გურჯაანში ალაზნის არხში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი კილომეტრის დაშორებით იპოვეს.  ამ წუთებში არხიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.  ადგილზე სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, დილას 57 წლის მამაკაცი 6 წლის შვილთან ერთად სოფელ ვეჯინთან ალაზნის არხში ბანაობდა, რა დროსაც ორივე მათგანი დინებამ გაიტაცა. ბავშვის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათში იპოვეს, თუმცა მამის ძიება ამ დრომდე მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....