ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფოთში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს

გუშინ საღამოს  ფოთში შუახნის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილობრივებმა გარდაცვლილი პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან იპოვეს და პოლიციას აცნობეს. მათი ინფორმაციით, ცხედარი დილით თევზაობის დროს მამაკაცმა ნახა. მისი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....