ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მუხთარლის საქმე სტრასბურგის სასამართლომ პრიორიტეტულად ცნო და დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე სტრასბურგის სასამართლომ პრიორიტეტულად ცნო და დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვვილი ავრცელებს.

ადვოკატი  მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განცხადებით მიმართავს. დაცვის მხარის განცხადებით, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში საქმის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რეალურად არცერთი მხარე საქმეს არ იძიებს.

ადვოკატების ვარაუდით, საქმიდან ამოღებული გამორთული ვიდეოკამერები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე არ გაიხსნება.

შეგახსენებთ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჯურნალისტი აფგან მუხთარლი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ციხეში დააკავეს. მუხთარლი აცხადებს, რომ ის საზღვარზე ძალით ქართველი ამართალდამცველების დახმარებით გადაიყვანეს.

იტვირთბა....