https://www.facebook.com/metronome.ge/videos/1786756354948527/
“არა ოკუპაციას”- ოკუპაციის წინააღმდეგ ბერშუეთთან აქცია დაიწყო, სადაც ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უკვე ადგილზე იმყოფებიან და სოფელ სობისიდან საოკუპაციო ხაზამდე ფეხით მიემართებიან.
აქცია სრულიად აპოლიტიკურია. მონაწილეები აპირებენ საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას.
მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და უსაფრთხოების წარმომადგენლები.