ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაკითხავენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს სასამართლო სხდომაზე  პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაკითხავენ.  საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათისთვის უნდა განახლდეს. თეთრუაშვილთან ერთად, საპატრიარქოს სამდივნოს სხვა თანამშრომლების დაკითხვაც იგეგმება.

პარალელურად, დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ სარჩელზე და მიიღებს თუ არა მას წარმოებაში პირველი ინსტანცია.

საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი, რომელიც დეკანოზის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხება, არ მიიღო წარმოებაში, რაც ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს.

იტვირთბა....