რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩრდილო ოსეთის მონაკვეთს კაზაკთა რაზმები გააკონტროლებენ. მედიის ცნობით, “თერგის კაზაკთა” დანაყოფი რუს მესაზღვრეებთან ერთად იქნებიან. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და “თერგის კაზაკთა” დანაყოფს შორის 2013 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებენ. ისინი საზღვრის დაცვაში 1 ივლისიდან ჩაერთვნენ და ეს პროცესი სექტემბრამდე გაგრძელდება.
იტვირთბა....