საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატი გამორიცხულია. მისი თქმით, ამის მიზეზი ის ქმედებებია, რომელსაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. მცოცავი ოკუპაციით ახორციელებს. იზორიას თქმით, დიალოგი მხოლოდ საერთაშორისო ფორმატით უნდა გაგრძელდეს.
“ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად პირდაპირ დიალოგს რუსეთთან იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისკენ. ამიტომ ის საერთაშორისო ფორმატები, რომელიც არსებობს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მოხდეს” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.