ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში მგზავრებს 10 ელექტროავტობუსი მოემსახურება

10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსი ბათუმში წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. კავკასიის მასშტაბით ეს პირველი პროექტია, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის ელექტროავტობუსებით ანუ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით შევსებას ითვალისწინებს. შეთანხმებას ხელი დღეს ბათუმში მოეწერა.

პროექტი EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც 5,5 მილიონ ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს.

შეთანხმების გაფორმება საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული. კონფერენცია ბათუმში დღეს დაიწყო.

იტვირთბა....