აღმაშენებელზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედელი ჩამოინგრა. მასალა გამვლელ გოგოს დაეცა. ახალგაზრდა ქალმა სხეულის დაზიანებები მიიღო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იგი სტრესულ მდგომარეობაში ჩავარდა.
ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
დაშავებულის ახლობლები პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ. ისინი ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას და მომხდართან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, თბილისის მერიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.