რამდენიმე საათის წინ სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში ცეცხლი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ხანძარი თბოიზოლაციის სისტემას გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაშავდა სამი მუშა და ისინი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მათი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომლებმაც ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს.