aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დამსვენებლებმა ჯაჭვი შექმნეს და დედა-შვილები დახრჩობას გადაარჩინეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის ფლორიდის შტატის სანაპიროზე, ოჯახის 9 წევრის გადასარჩენად 80-ზე მეტმა დამსვენებელმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნა და დინების მიერ გატაცებული ადამიანები სამშვიდობოზე გამოიყვანეს.

ტელეარხ CBS-ის ცნობით, თავიდან დინებამ ოჯახის 2 წევრი გაიტაცა. შვილების გაუჩინარების შემდეგ, მათ გადასარჩენად ზღვაში დედა შევიდა, ვისაც უკან ოჯახის დანარჩენი 6 წევრი მიჰყვა. საბოლოო ჯამში კი, ვერც ერთმა მათგანმა უკან დამოუკიდებლად გამოცურვა ვერ მოახერხა. დამსვენებლებმა ოჯახის გადასარჩენად ზღვაში 100 მეტრზე მეტი სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ტრაგედია თავიდან აიცილეს.

ტელეკომპანიის ცნობითვე, ოჯახის დიასახლისმა ზღვაში ყოფნის დროს, მღელვარების საფუძველზე ინფარქტი მიიღო. ზღვიდან გამოყვანის შემდეგ, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამსვენებლების მიერ განხორციელებული სამაშველო ოპერაციის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

pia.ge

იტვირთბა....