პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ილია ელოშვილი წარადგინა. როგორ ცნობილია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე “ქართულმა ოცნებამ” დედაქალაქის მერობის კანდიდატად დაასახელა. ილია ელოშვილი ამ დრომდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
დღეს ვიცე-პრემიერის პოსტს კახი კალაძის ნაცვლად ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს. ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.