ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა იგეგმება

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა იგეგმება. განსახილველ თემას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია იქნება.  სამინისტროში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს, ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსი სამხედროების უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

საქართველოში აკრედიტებული ელჩებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდება და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად გააცნობს.

საუბარი შეეხება ოკუპანტების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო საზღვრის რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევას, თხრილების გაკეთებას და ე.წ. საზღვრის მონიშვნას.

აქცენტი გაკეთდება საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მილიტარიზაციის პროცესზე.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს აშფოთებს ის ბოლო განვითარებები, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში. კერძოდ ეს არის ხელოვნური ბარიერების, მავთულხლართების გავლება გაგრძელება ამ პროცესის, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობას. ასევე გვაშფოთებს ის გახშირებული დაკავებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. გვაშფოთებს გამალებული მილიტარიზაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების,”-აცხადებს დავით დონდუა.

იტვირთბა....