დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 13:00 საათზე, ცინცაძის # 41-შია ჩანიშნული. შეხვედრაზე ოპოზიცია სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, რადგან როგორც ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე შექმნილია ჩიხური ვითარება. არ გამოირიცხება, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ საპროტესტო აქციებიც დაანონსოს.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არსებულ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან არ აპირებენ დიალოგსა და კომპრომისზე წასვლას.