ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დეკანოზი მამალაძე პრემიერ კვირიკაშვილს და ედიშერ ქარჩავას უჩივის

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე 6 მაღალჩინოსნის მხრიდან, მათ შორის პრემიერ-მინისტრისგან, პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას ითხოვს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, დაცვის მხარემ მოამზადა 2 სამოქალაქო სარჩელი, რომელთაგან ერთი ედიშერ ქარჩავას, ხოლო მეორე – მაღალი პოლიტიკური სტატუსის მქონე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლომ მიიღო. რაც შეეხება პოლიტკოსების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, საქალაქო სასამართლომ ის წარმოებაში არ მიიღო, რის გამოც ადვოკატებმა საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

”2 სამოქალაქო სარჩელი დაიწერა ღირსების შელახვისა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის. ერთი ეხებოდა საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას, რომელიც გარკვეული შენიშვნებისა და ბრძოლის შემდეგ საქალაქო სასამართლომ მიიღო.

ანალოგიური მოთხოვნა ანალოგიური შინაარსით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართაც შევიტანეთ, თუმცა საქალაქო სასამართომ ეს არ მიიღო. ჩვენ არ გვინდა შერჩევითი სამართლის პრეცედენტი იყო დაშვებული და მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს. საქმე ეხება 6 პირის მიერ პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას და ერთ-ერთი პირი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

იტვირთბა....